კორონავირუსის გამო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაუქმდა

02:32, 18.03.2020

კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესია გაუქმდა.

შესაბამისი განცხადება ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სესია სტრასბურგში 20-24 აპრილს იყო დაგეგმილი.

განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება მიმართულია ასამბლეის წევრთა, სტუმრებისა და ასამბლეის პერსონალის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვისკენ.

მანამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მარტის ბოლომდე დაგეგმილი კომიტეტების სხდომები გააუქმა.

მსგავსი