კორონავირუსის გამო ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ნატო-ს შტაბბინაში ჟურნალისტებს აღარ შეუშვებენ
ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ნატო-ს შტაბბინაში ჟურნალისტებს აღარ შეუშვებენ. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ერიკ მამერმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩვენ იძულებულები ვართ, შევზღუდოთ ჩვენ შენობებში შესვლა. დღეიდან ყველა ბრიფინგი და პრესკონფერენცია მხოლოდ ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება. აკრედიტებული ჟურნალისტებს შეუძლიათ კითხვებით პრესცენტრში მოგვმართონ“, – განაცხადა ერიკ მამერმა.
მანამდე აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა მიიღეს წერილი, რომ ევროკომისია და ნატო კორონავირუსის გამო შენობებს ხურავს და მედიასთან კომუნიკაცია მხოლოდ დისტანციურად ექნება.
Announcement: the current situation leads @EU_Commission to limit access of its buildings to officials of the Member States & other EU institutions (and some other organisations) invited for meetings related to the management of the current #coronavirus crisis
— Eric Mamer (@MamerEric) March 19, 2020