კორონავირუსის გამო, დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდება
კორონავირუსის გამო, დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდება. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიდი შვიდეულის მინისტერიალი პიტსბურგში 24-25 მარტს უნდა გამართულიყო.
„მადლობას ვუხდით ქალაქ პიტსბურგს დიდი შვიდეულის მიმდინარე წლის მინისტერიალის მასპინძლობის სურვილის გამოთქმისთვის და ღონისძიების დაგეგმვაში გაწეული დახმარებისთვის. მოუთმენლად ველოდებით მომავალი ღონისძიებების იქ ჩატარებას“, – ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.