კორონავირუსის გამო ჩინეთის დიდი კედლის რამდენიმე მონაკვეთი დამთვალიერებლებისთვის დაიხურება
კორონავირუსის გამო ჩინეთის დიდი კედლის რამდენიმე მონაკვეთი დამთვალიერებლებისთვის დაიხურება

კორონავირუსის გამო ჩინეთის დიდი კედლის რამდენიმე მონაკვეთი დამთვალიერებლებისთვის დაიხურება. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ამ გზით ახალი ვირუსის გავრცელებას აიცილებენ თავიდან.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 26-ს მიაღწია. ინფიცირებულია 900 მოქალაქე.

ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა აშშ-ში, სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, სინგაპურსა და ვიეტნამშიც.

ჩინეთში, ქალაქ უხანში, სადაც ვირუსი პირველად დაფიქსირდა, მკაცრი კარანტინი მოქმედებს. არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია აეროპორტი და რკინიგზის სადგური. უხანის გარდა, კარანტინი გამოაცხადეს კიდევ 12 ქალაქში, სადაც საერთო ჯამში 35 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.