კორონავირუსის გამო აშშ კანადასთან გადაადგილებას ზღუდავს
კორონავირუსის საფრთხის გამო აშშ კანადასთან საზღვარზე გადაადგილებას დროებით შეზღუდავს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კანადასთან შეთანხმების საფუძველზე მიიღო. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, გადაადგილება შეიზღუდება იმ პირებისთვის, რომელთა ქვეყანაში შესვლა აუცილებლობას არ წარმოადგენს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კანადამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარი 16 მარტს დახურა.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსის 6 496 შემთხვევაა დადასტურებული. კანადაში კი, ვირუსით 598 ადამიანია ინფიცირებული.
We will be, by mutual consent, temporarily closing our Northern Border with Canada to non-essential traffic. Trade will not be affected. Details to follow!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) March 18, 2020