კორონავირუსის გამო, 7 მარტიდან 16 მარტამდე პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოქალაქეების მიღებას დროებით ზღუდავს
კორონავირუსის გამო, 7 მარტიდან 16 მარტამდე პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოქალაქეების მიღებას დროებით ზღუდავს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 7 მარტიდან 16 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დროებით ზღუდავს მოქალაქეების მიღებას. ამის შესახებ აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ორბელიანების სასახლეში არ ჩატარდება პრეზიდენტის ოფიციალური ღონისძიებები ასევე, გადაიდო სასახლის დამთვალიერებელთა ექსკურსიები.

„თუმცა სხვადასხვა საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ ცხელი ხაზზე: +99532 2288888 ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: [email protected]. აღნიშნული შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი და ადმინისტრაცია განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.