კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ფოთის კიდევ ორი სკოლა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

11:34, 21.10.2020

ფოთში სწავლის ონლაინრეჟიმზე კიდევ ორი სკოლა გადავიდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორ გოჩა ქორქიას განცხადებით, მე-7 და მე-12 საჯარო სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

მისივე თქმით, მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ. ასევე, ამ რეჟიმში აგრძელებენ სწავლას პირველი, მესამე, მეოთხე და მეხუთე საჯარო სკოლები.

მსგავსი