კორონავირუსის დადასტურების გამო, თბილისში 20 ბაღი დაიხურა
კორონავირუსის დადასტურების გამო, თბილისში 20 ბაღი დაიხურა

პერსონალსა და ბავშვებს შორის კორონავირუსის დადასტურების შემთხვევების გამო, თბილისში კიდევ ექვსი ბაღი დაიხურა.

როგორც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის განახლებიდან, 12 ოქტომბრიდან დღემდე, აღნიშნული მიზეზით 20 ბაღია დახურული.

შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბერს, სამუშაო პროცესი არ განახლდა ოთხ დაწესებულებაში, რომელთა პერსონალსა და ბავშვებს შორის კორონავირუსი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დაფიქსირდა. მომდევნო დღეებში ამ ბაღებს დაემატა კიდევ ათი ბაღი, დღეს კი, კიდევ 6-ის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ გახდა ცნობილი. დახურული ბაღებია: #35, #53, #89, #153, #190, #93, #99, #29, #36, #4, #21, ხუთკუნჭლა, #16, #72, #213, #186, #59, „იმედი,“ #216, #160.

დატოვე კომენტარი