კორონავირუსის ახალი შტამის გამო, ევროკომისია ევროკავშირს აფრიკის სამხრეთ რეგიონიდან ფრენების შეჩერებას შესთავაზებს
კორონავირუსის ახალი შტამის გამო, ევროკომისია ევროკავშირს აფრიკის სამხრეთ რეგიონიდან ფრენების შეჩერებას შესთავაზებს

კორონავირუსის ახალი შტამის გამო, ევროკომისია ევროკავშირს აფრიკის სამხრეთ რეგიონიდან ფრენების შეჩერებას შესთავაზებს.

აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ევროკომისია გააკეთებს შეთავაზებას წევრ სახელმწიფოებთან კოორდინაციით ამოქმედდეს გადაუდებელი სამუხრუჭე ზომები აფრიკის სამხრეთ რეგიონიდან საჰაერო მიმოსვლის შესაჩერებლად, B.1.1.529 ვარიანტის გამო“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერზე“.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა ბოტსვანაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს.