კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის გამო, ისრაელმა შეზღუდვების განახლების გადაწყვეტილება მიიღო
კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის გამო, ისრაელმა შეზღუდვების განახლების გადაწყვეტილება მიიღო

კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევების ზრდის გამო, ისრაელის მთავრობამ შეზღუდვების განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

ისრაელის მთავრობის დადგენილებით, შეზღუდვები პირველ რიგში შეეხება საზოგადოებრივ შეკრებებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ახალი რეგულაციით, იკრძალება დახურულ სივრცეებში, მათ შორის სახლებში 20-ზე მეტი ადამიანის შეკრება, სინაგოგებში, ღონისძიების დარბაზებში, ბარებსა და კლუბებში კი 50-ზე მეტი ადამიანის.

პრესკონფერენციაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ კორონავირუსთან ბრძოლას დრო დასჭირდება.

„შეცდომების ხარჯები, როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე ეკონომიკისთვის შეიძლება ძალიან ცუდი იყოს. ჩვენ დავადგენთ მინიმალურ შეზღუდვებს, რომელიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების შეჩერებისა და ეკონომიკის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეზღუდვებით დაზარალდება, კომპენსაციას დაექვემდებარება.

დატოვე კომენტარი