კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლნიდა 893, იმერეთში - 136, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 123
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლნიდა 893, იმერეთში - 136, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 123

კორონავირუსით ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლნიდა 893, იმერეთში – 136, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 123.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქვეყანაში ამ დროისთვის 15 567 აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 343 ადამიანი კლინიკაში მკურნალობს, 917 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 685 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 443 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 242 PCR ტესტით. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 490 პაციენტი, 30 კი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 893, აჭარა – 102, იმერეთი – 136, ქვემო ქართლი – 98, შიდა ქართლი – 52, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 123, კახეთი -75, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 567, საიდანაც: 4 343 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 432, აჭარაში – 473, იმერეთში – 549.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი, მათ შორის, თბილისში – 445, აჭარაში – 98, იმერეთში -160. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 212 პირი, მათგან თბილისში – 138, აჭარაში – 7, იმერეთში – 16.

662 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 359 – თბილისში, 267- აჭარაში. 10 562 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 60, ხოლო აჭარაში – 9.

სულ 6 ოქტომბრიდან – 17 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 673 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 637 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 16 025 პირი, აჭარაში – 1 462, იმერეთში – 1 790“, – ნათქვამია ინფორმაციაში.