კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 976, იმერეთში 281, აჭარაში 188

11:27, 31.12.2021

საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 2 100 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარაში – 188, იმერეთში – 281, ქვემო ქართლში – 108, შიდა ქართლში -115, გურიაში – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 132, კახეთში -138, მცხეთა-მთიანეთში -28, სამცხე-ჯავახეთში – 41, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ცხრა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 600 საიდანაც:

• 4 551 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 049, აჭარაში – 479, იმერეთში – 863.

• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 191 პირი, მათ შორის, თბილისში – 554, აჭარაში – 119, იმერეთში – 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პირი,  მათგან თბილისში – 160, აჭარაში – 35, იმერეთში – 25.

• 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 536 – თბილისში, 214- აჭარაში.

• 20 191 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 57 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 56, ხოლო აჭარაში – ერთი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 30 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 062 ადამიანი.

მსგავსი