კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 9 535, იმერეთში – 3 269, აჭარაში – 1 488

10:55, 12.02.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 535 შემთხვევა, აჭარა – 1 488, იმერეთი – 3 269, ქვემო ქართლი – 1 145, შიდა ქართლი -1 079, გურია – 572, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 337, კახეთი – 1 127, მცხეთა-მთიანეთი – 370, სამცხე-ჯავახეთი – 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 97.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 196 192 საიდანაც:

6 100 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 483, აჭარაში – 768, იმერეთში – 1 226.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 261 პირი, მათ შორის, თბილისში – 488, აჭარაში – 153, იმერეთში – 398. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი,  მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 39, იმერეთში – 23.

1 758 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 073 – თბილისში, 445 – აჭარაში.

188 334 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

თბილისის საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი.

მსგავსი