კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 8 989, აჭარაში - 2 255, იმერეთში - 2 222
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 8 989, აჭარაში - 2 255, იმერეთში - 2 222

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 8 989 შემთხვევა, აჭარაში – 2 255, იმერეთში – 2 222, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 250 კვლევა ტესტით, მათ შორის 44 185 კვლევა ანტიგენის ტესტით და 29 065 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 484 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 110 168-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 23.87%, ბოლო 14 დღის – 16.51%, ხოლო შვიდი დღის – 20.58%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 699 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 981 531-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 840 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 989 შემთხვევა, აჭარა – 2 255, იმერეთი – 2 222, ქვემო ქართლი – 812, შიდა ქართლი – 805, გურია – 314, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 766, კახეთი -656, მცხეთა-მთიანეთი – 320, სამცხე-ჯავახეთი – 298, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 113 771, საიდანაც: 4 714 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 989, აჭარაში – 658, იმერეთში – 979. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 980 პირი, მათ შორის, თბილისში – 426, აჭარაში – 127, იმერეთში – 274. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 274 პირი, მათგან თბილისში – 156, აჭარაში – 50, იმერეთში – 24. 2 080 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 235 – თბილისში, 652 – აჭარაში. 106 977 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – ოთხი.

2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 26 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 299 პირი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი