კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 527, იმერეთში - 95, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 75
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 527, იმერეთში - 95, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 75

დღეს საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 968 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 527 შემთხვევა, აჭარაში – 71, იმერეთში – 95, ქვემო ქართლში – 58, შიდა ქართლში – 28, გურიაში – 27, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 75, კახეთში – 49, მცხეთა-მთიანეთში – 21, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ექვსი, – ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 086, საიდანაც: 4 331 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 378, აჭარაში – 518, იმერეთში – 537. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში – 438, აჭარაში – 96, იმერეთში -154. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 214 პირი, მათგან თბილისში – 140, აჭარაში – ექვსი, იმერეთში – 13.

668 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 368 – თბილისში, 267- აჭარაში. 12 087 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 57, ხოლო აჭარაში – ცხრა. სულ 6 ოქტომბრიდან – 15 მაისის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 660 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 597 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17 233 პირი, აჭარაში – 1 599, იმერეთში – 1 719.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 742 ტესტი, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 968 პირს, 903 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი