კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 5 052, იმერეთში - 861, აჭარაში - 851
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 5 052, იმერეთში - 861, აჭარაში - 851

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 5 052 შემთხვევა, აჭარა – 851, იმერეთი – 861, ქვემო ქართლი – 351, შიდა ქართლი – 538, გურია – 119, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 334, კახეთი -277, მცხეთა-მთიანეთი – 176, სამცხე-ჯავახეთი – 165, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 43.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 64 625 საიდანაც:

4 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 858, აჭარაში – 612, იმერეთში – 795.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 992 პირი, მათ შორის, თბილისში – 419, აჭარაში – 131, იმერეთში – 249. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 286 პირი,  მათგან თბილისში – 157, აჭარაში – 50, იმერეთში – 20.

1 895 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 139 – თბილისში, 563 – აჭარაში.

58 388 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 33, ხოლო აჭარაში – ექვსი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 20 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.