კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 408, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 71, აჭარაში – 61
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 408, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 71, აჭარაში – 61

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 707 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 408 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთი – 47, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 22, გურია – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 71, კახეთი – 26, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – ორი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ორი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 190, საიდანაც, 2 298 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 115, აჭარაში – 352, იმერეთში – 338.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, თბილისში – 191, აჭარაში – 42, იმერეთში -65. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში – 48, აჭარაში – 5, იმერეთში – ექვსი. 309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 – თბილისში, 121 – აჭარაში. 4 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 198 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 88, ხოლო აჭარაში – შვიდი.

სულ 6 ოქტომბრიდან – 10 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 163 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 463 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 137 პირი, აჭარაში – 1 958, იმერეთში – 935.