კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 3 479, აჭარაში 587, იმერეთში 434
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 3 479, აჭარაში 587, იმერეთში 434

საქართველო ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 479 შემთხვევა, აჭარა – 587, იმერეთი – 434, ქვემო ქართლი – 159, შიდა ქართლი – 254, გურია – 130, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 199, კახეთი -130, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი – 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -26.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 309 საიდანაც: 4 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 852, აჭარაში – 596, იმერეთში – 797.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 003 პირი, მათ შორის, თბილისში – 445, აჭარაში – 128, იმერეთში – 255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი,  მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 45, იმერეთში – 25.

2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 300 – თბილისში, 539- აჭარაში.

39 853 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 68 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 65, ხოლო აჭარაში – სამი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 13 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.