კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 3 144, აჭარაში 557, იმერეთში 539
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 3 144, აჭარაში 557, იმერეთში 539

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 5 381 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 144 შემთხვევა, აჭარა – 557, იმერეთი – 539, ქვემო ქართლი – 191, შიდა ქართლი – 262, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 230, კახეთი -173, მცხეთა-მთიანეთი – 101, სამცხე-ჯავახეთი – 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 50 595 საიდანაც:

4 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 838, აჭარაში – 603, იმერეთში – 811.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 005 პირი, მათ შორის, თბილისში – 438, აჭარაში – 134, იმერეთში – 257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი,  მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 50, იმერეთში – 24.

2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 279 – თბილისში, 557- აჭარაში.

44 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინოე სივრცეებში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 51, ხოლო აჭარაში – ორი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 14 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.

დატოვე კომენტარი