კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 290, იმერეთში – 88, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 53

11:00, 26.03.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 658 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარაში – 37, იმერეთში – 88, ქვემო ქართლში – 31, შიდა ქართლში – 46, გურიაში – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 53, კახეთში – 43, მცხეთა-მთიანეთში -12, სამცხე-ჯავახეთში – შვიდი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში – რვა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 14 063 საიდანაც, 665 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 357, აჭარაში – 53, იმერეთში – 121.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 184 პირი, მათ შორის, თბილისში – 105, აჭარაში – 30, იმერეთში – 27. 13 398 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მსგავსი