კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 264, კახეთში - 154, იმერეთში - 143
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 264, კახეთში - 154, იმერეთში - 143

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 867 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, კახეთში – 154, იმერეთში – 143, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 066 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 770 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 296 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 867 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  618 620-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.40%, ბოლო 14 დღის – 5.42% ხოლო შვიდი დღის – 4.94%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 877 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 591 668-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 068 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 867 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა – 73, იმერეთი – 143, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 29, გურია – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 65, კახეთი – 154, მცხეთა-მთიანეთი – 15, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 17 858, საიდანაც: 4 133 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 474, აჭარაში – 362, იმერეთში – 878. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 962 პირი, მათ შორის, თბილისში – 358, აჭარაში – 108, იმერეთში – 271. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი, მათგან თბილისში – 147, აჭარაში – 28, იმერეთში – 25. 601 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 298 – თბილისში, 168 – აჭარაში. 13 124 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 31, ხოლო აჭარაში – 0.

2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 3 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 197 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 328 ადამიანი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.