კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 2 617, იმერეთში - 601, აჭარაში - 378
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 2 617, იმერეთში - 601, აჭარაში - 378

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 617 შემთხვევა, იმერეთში – 601, აჭარაში – 378, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 351 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 329 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 022 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 553 668-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.02%, ბოლო 14 დღის – 31.28%, ხოლო შვიდი დღის – 29.97%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 19 242 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 407 776-მდე.

• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 888 პირი ემსხვერპლა.

➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 617 შემთხვევა, აჭარა – 378, იმერეთი – 601, ქვემო ქართლი – 219, შიდა ქართლი – 158, გურია – 165, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 274, კახეთი – 245, მცხეთა-მთიანეთი – 47, სამცხე-ჯავახეთი – 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 129 978, საიდანაც:
• 5 585 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 320, აჭარაში – 617, იმერეთში – 1 018.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 246 პირი, მათ შორის, თბილისში – 482, აჭარაში – 143, იმერეთში – 370. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში – 167, აჭარაში – 38, იმერეთში – 26.
• 896 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 586 – თბილისში, 167 – აჭარაში.
• 123 497 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

• საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 12 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 12, ხოლო აჭარაში – 0“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.