კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 2 089, აჭარაში - 474, იმერეთში - 437
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 2 089, აჭარაში - 474, იმერეთში - 437

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 842 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 089 შემთხვევა, აჭარა – 474, იმერეთი – 437, ქვემო ქართლი – 108, შიდა ქართლი – 157, გურია – 141, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 179, კახეთი -146, მცხეთა-მთიანეთი -52, სამცხე-ჯავახეთი -48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 218 საიდანაც 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 991, აჭარაში – 565, იმერეთში – 756. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 089 პირი, მათ შორის, თბილისში – 532, აჭარაში – 129, იმერეთში – 257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში – 155, აჭარაში – 42, იმერეთში – 27. 1 493 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1041 – თბილისში, 345 – აჭარაში. 27 307 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 43, ხოლო აჭარაში – რვა.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – 8 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 226 ადამიანი.