კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 194, კახეთში – 74, იმერეთში – 49
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 486 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა – 32, იმერეთი – 49, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი – 36, გურია – 37, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34, კახეთი – 74, მცხეთა-მთიანეთი – რვა, სამცხე-ჯავახეთი – ოთხი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ოთხი.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 805, საიდანაც 1 828 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 810, აჭარაში – 166, იმერეთში – 421. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 379 პირი, მათ შორის, თბილისში – 156, აჭარაში – 39, იმერეთში – 113. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში – 67, აჭარაში- 6, იმერეთში – 14.
229 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 111 – თბილისში, 102 – აჭარაში, 12 – იმერეთში. 1 748 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 98, ხოლო აჭარაში – 45. სულ 6 ოქტომბრიდან – 16 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 878 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 485 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 325 პირი, აჭარაში – 644, იმერეთში – 1 159“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.