კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 166, აჭარაში – 18, იმერეთში – 17
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 166, აჭარაში – 18, იმერეთში – 17

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 166, აჭარაში – 18, იმერეთში – 17, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 059 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 205 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 854 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 359 141-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.45%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.62%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 834 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 345 582-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 175 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 260 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 166 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 17, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი – 9, გურია – 0, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 7, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 358 საიდანაც 2 819 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 517, აჭარაში – 206, იმერეთში – 398.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 683 პირი, მათ შორის, თბილისში – 311, აჭარაში – 57, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 178 პირი, მათგან თბილისში – 115, აჭარაში – 11, იმერეთში – 12.

590 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 344 – თბილისში, 222- აჭარაში.

4 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 33, ხოლო აჭარაში – 4.

სულ 6 ოქტომბრიდან – 20 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 867 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 190 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 350, პირი, აჭარაში – 1 086, იმერეთში – 969“, –  აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.