კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 811, იმერეთში - 829, შიდა ქართლში - 370
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 811, იმერეთში - 829, შიდა ქართლში - 370

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 4 534 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 811 შემთხვევა, აჭარა – 176, იმერეთი – 829, ქვემო ქართლი – 265, შიდა ქართლი – 370, გურია – 143, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 356, კახეთი – 267, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 111 საიდანაც: 6 574 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 595, აჭარაში – 530, იმერეთში – 1 407. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 660 პირი, მათ შორის, თბილისში – 657, აჭარაში – 127, იმერეთში – 500. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი,  მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 43, იმერეთში – 40. 1 166 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 722- თბილისში, 256 – აჭარაში. 39 371 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

თბილისის საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 25 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 781 ადამიანი.

დატოვე კომენტარი