კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 663, იმერეთში – 809, შიდა ქართლში – 360

11:00, 20.11.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 4 318 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 663 შემთხვევა, აჭარა – 159, იმერეთი – 809, ქვემო ქართლი – 279, შიდა ქართლი – 360, გურია – 98, სამეგრელო – ზემო სვანეთი -295, კახეთი – 303, მცხეთა-მთიანეთი – 113, სამცხე-ჯავახეთი – 184, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 55.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 514 საიდანაც: 6 471 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 473, აჭარაში – 548, იმერეთში – 1 365. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 630 პირი, მათ შორის, თბილისში – 623, აჭარაში – 131, იმერეთში – 500. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 382 პირი, მათგან თბილისში – 214, აჭარაში – 44, იმერეთში – 33. 1 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 779 – თბილისში, 223 – აჭარაში.  45 870 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

თბილისის საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 19 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 880 ადამიანი.

მსგავსი