კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 657, იმერეთში - 686, შიდა ქართლში - 343
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 657, იმერეთში - 686, შიდა ქართლში - 343

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 3 950 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 657 შემთხვევა, აჭარა – 152, იმერეთი – 686, ქვემო ქართლი – 222, შიდა ქართლი – 343, გურია – 108, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 274, კახეთი – 208, მცხეთა-მთიანეთი – 126, სამცხე-ჯავახეთი – 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 695 საიდანაც: 6 528 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 565, აჭარაში – 562, იმერეთში – 1 353.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 601 პირი, მათ შორის, თბილისში – 592, აჭარაში – 103, იმერეთში – 508. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი,  მათგან თბილისში – 203, აჭარაში – 42, იმერეთში – 35. 1 155 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 692 – თბილისში, 267 – აჭარაში. 40 012 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – ერთი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 3 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 295 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 193 ადამიანი.