კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 646, იმერეთში - 819, შიდა ქართლში - 422
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 646, იმერეთში - 819, შიდა ქართლში - 422

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 646, იმერეთში – 819, შიდა ქართლში – 422, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 026 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 072 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 954 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 446 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 800 293-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.89%, ბოლო 14 დღის – 9.63%, ხოლო შვიდი დღის – 9.05%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 320 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 737 316-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 289 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 646 შემთხვევა, აჭარა – 190, იმერეთი – 819, ქვემო ქართლი – 258, შიდა ქართლი – 422, გურია – 117, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 387, კახეთი – 315, მცხეთა-მთიანეთი – 90, სამცხე-ჯავახეთი – 144, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 58.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 51 662, საიდანაც: 6 505 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 541, აჭარაში – 567, იმერეთში – 1 358. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 637, მათ შორის, თბილისში – 630, აჭარაში – 128, იმერეთში – 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 383 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 38, იმერეთში – 34. 1 170 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 777 – თბილისში, 227 – აჭარაში. 43 987 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 52, ხოლო აჭარაში – 0.

2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 17 ნოემბრის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 081 ადამიანი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.