კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 456, იმერეთში - 827, კახეთში - 696
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 456, იმერეთში - 827, კახეთში - 696

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 456 შემთხვევა, იმერეთში – 827, კახეთში – 696, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 700 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 678 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 022 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 411 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 680 182-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.21%, ბოლო 14 დღის – 8.83%, ხოლო შვიდი დღის – 9.05%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 896 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 622 181-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 617 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 456 შემთხვევა, აჭარა – 111, იმერეთი – 827, ქვემო ქართლი – 293, შიდა ქართლი – 347, გურია – 93, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 348, კახეთი – 696, მცხეთა-მთიანეთი – 104, სამცხე-ჯავახეთი – 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 48.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 358 საიდანაც: 5 725 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 057, აჭარაში – 501, იმერეთში – 1 288. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 367, მათ შორის, თბილისში – 451, აჭარაში – 115, იმერეთში – 460. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში – 157, აჭარაში – 28, იმერეთში – 29. 1 012 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 550 – თბილისში, 271 – აჭარაში. 41 621 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – 0.

2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 261 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 225 ადამიანი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.