კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 704, იმერეთში 438, კახეთში 253
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 704, იმერეთში 438, კახეთში 253

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 704 შემთხვევა, აჭარა – 93, იმერეთი – 438, ქვემო ქართლი – 130, შიდა ქართლი – 84, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 129, კახეთი – 253, მცხეთა-მთიანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი – 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 757, საიდანაც 6 166 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 362, აჭარაში – 501, იმერეთში – 1 263. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 549 პირი, მათ შორის, თბილისში – 570, აჭარაში – 132, იმერეთში – 480. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 318 პირი, მათგან თბილისში – 173, აჭარაში – 34, იმერეთში – 33.

1 022 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 595 – თბილისში, 222 – აჭარაში. 41 569 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – სამი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 24 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 265 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 329 ადამიანი.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 1 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 650 პაციენტი, გარდაიცვალა 46 პაციენტი.

დატოვე კომენტარი