კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 749, იმერეთში – 715, შიდა ქართლში – 412

10:57, 19.11.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 749 შემთხვევა, აჭარა – 155, იმერეთი – 715, ქვემო ქართლი – 273, შიდა ქართლი – 412, გურია – 109, სამეგრელო – ზემო სვანეთი -334, კახეთი – 267, მცხეთა-მთიანეთი – 110, სამცხე-ჯავახეთი – 114, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 723 საიდანაც: 6 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 504, აჭარაში – 540, იმერეთში – 1 365.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 630 პირი, მათ შორის, თბილისში – 619, აჭარაში – 126, იმერეთში – 507. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 381 პირი,  მათგან თბილისში – 221, აჭარაში – 38, იმერეთში – 30.

1 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 779 – თბილისში, 227 – აჭარაში.

44 060 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

თბილისის საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 18 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 46 065 ადამიანი.

მსგავსი