კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 663, იმერეთში 871, კახეთი 577

11:16, 30.10.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 4 610 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 663 შემთხვევა, აჭარა – 154, იმერეთი – 871, ქვემო ქართლი – 324, შიდა ქართლი – 324, გურია – 118, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 316, კახეთი – 577, მცხეთა-მთიანეთი – 83, სამცხე-ჯავახეთი -133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 50 707 საიდანაც: 6 377 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 407, აჭარაში – 522, იმერეთში – 1 345.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 593 პირი, მათ შორის, თბილისში – 583, აჭარაში – 132, იმერეთში – 497. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პირი,  მათგან თბილისში – 175, აჭარაში – 42, იმერეთში – 31.

1 086 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 682 – თბილისში, 188 – აჭარაში.

43 244 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – ხუთი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 29 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 269 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 404 ადამიანი.

მსგავსი