კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 658, იმერეთში - 675, შიდა ქართლში - 401
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 658, იმერეთში - 675, შიდა ქართლში - 401

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 4 100 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 658 შემთხვევა, აჭარა – 189, იმერეთი – 675, ქვემო ქართლი – 247, შიდა ქართლი – 401, გურია – 111, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 302, კახეთი – 252, მცხეთა-მთიანეთი – 102, სამცხე-ჯავახეთი – 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 799 საიდანაც: 6 550 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 583, აჭარაში – 550, იმერეთში – 1 367. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 636 პირი, მათ შორის, თბილისში – 596, აჭარაში – 126, იმერეთში – 511. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 368 პირი, მათგან თბილისში – 199, აჭარაში – 43, იმერეთში – 34. 1 127 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 678 – თბილისში, 256 – აჭარაში. 38 122 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 32, ხოლო აჭარაში – ერთი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 2 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 295 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 155 ადამიანი.

დატოვე კომენტარი