კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 462, იმერეთში 876, კახეთში 734
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 462, იმერეთში 876, კახეთში 734

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 462 შემთხვევა, აჭარა – 119, იმერეთი – 876, ქვემო ქართლი – 283, შიდა ქართლი – 300, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 322, კახეთი – 734, მცხეთა-მთიანეთი – 123, სამცხე-ჯავახეთი – 107, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 63.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 601 საიდანაც:
5 925 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 186, აჭარაში – 510, იმერეთში – 1 286.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 425 პირი, მათ შორის, თბილისში – 498, აჭარაში – 128, იმერეთში – 458. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 304 პირი,  მათგან თბილისში – 169, აჭარაში – 35, იმერეთში – 30.

993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 554 – თბილისში, 224 – აჭარაში.

45 683 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – სამი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 22 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 263 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 248 ადამიანი.

დატოვე კომენტარი