კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან სამი პაციენტი რუხის საავადმყოფოში მკურნალობს
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან სამი პაციენტი რუხის საავადმყოფოში მკურნალობს

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან სამი პაციენტი რუხის საავადმყოფოში შეიყვანეს. საავადმყოფოს მენეჯერის, ნინო აკობიას თქმით, სამი კოვიდდადასტურებული პაციენტი მესტიიდან არის შეყვანილი.

მისივე ცნობით, ორი შუახნის მამაკაცი, ხოლო ერთი ახალგაზრდა ქალია. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, დღეს საღამოს კიდევ სამი ახალგაზრდა შეიყვანეს რუხის საავადმყოფოში ცხელების სიმპტომებით. მათ უკვე ჩაუტარდათ პისიარკვლევა კორონავირუსზე, პასუხი გვიან ღამით გახდება ცნობილი. სამივე ახალგაზრდა მესტიაში იყო. ისინი თბილისიდან არიან.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.