კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან სამი კახეთში გამოვლინდა, ინფიცირებულები სკოლის მოსწავლეები არიან
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან სამი კახეთში გამოვლინდა, ინფიცირებულები სკოლის მოსწავლეები არიან

კახეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სამ მოსწავლეს- დაინფიცირებული მეცხრეკლასელის ძმას და ორ თანაკლასელს გამოუვლინდა.

სოფელში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი დილიდან მუშაობს და კონტაქტებს იკვლევენ.

საჯარო სკოლაში, სადაც ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, სასწავლო პროცესი ოფიციალურად არ შეწყვეტილა, თუმცა მშობლებმა შვილების სკოლაში გაშვებაზე უარი თქვეს.

შეწყდება თუ არა სწავლა ველისციხის სკოლაში, ეპიდემიოლოგების მიერ ვითარების შესწავლის შემდეგ, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.