კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან რვა ქუთაისში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან რვა ქუთაისში დაფიქსირდა

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 1 400 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და აქედან რვა პასუხი დადებითია, – ამის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

გუბერნატორის ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირების წყაროების კვლევა, თუმცა ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ყველა შემთხვევა ე.წ. სკოლის კლასტერს უკავშირდება.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 31 პაციენტი.