კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 225 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 77 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 39 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. „სენამედის“ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 39 პაციენტი, მათ შორის მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 14 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, მათ შორის მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა.

აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკა – 21 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. სენაკში, „ლაზიკა მედიში“ – 35 კოვიდინფიცირებული პაციენტია, მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 146 კოვიდინფიცირებული პაციენტი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება – 39 ადამიანი“,- აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.