კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი ფოთში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი ფოთში დაფიქსირდა

ფოთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათგან ერთი გეგმური კვლევისას გამოვლინდა, სამი შემთხვევა კი, ბათუმს უკავშირდება. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

„მიმდინარეობს ეპიდკვლევა, კონტაქტების დადგენა და ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

ამ დროისთვის, ფოთში მდგომარეობა კონტროლირებადი და სტაბილურია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.