კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი ბათუმში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი ბათუმში დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალ შემთხვევებს შორის ოთხი ბათუმში დაფიქსირდა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გიორგი კიკაბიძის ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან ერთი თურქეთის მოქალაქეა, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია და უკვე გადაყვანილია სამშობლოში. ორი პირი საკარანტინო ზონიდანაა და მოთავსებულები არიან რესპუბლიკურ საავადმყოფოში. კიდევ ერთი ინფიცირებული სტაციონარში გადაჰყავთ.

„ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 27 პაციენტი მკურნალობს. ათი პაციენტს აღენიშნება სხვადასხვა ხარისხის პნევმონია. ერთი პაციენტი შეიძლება ჩაითვალოს საშუალო სიმძიმის პაციენტად, დანარჩენების მდგომარეობა კი სტაბილურია. მიმდინარეობს გეგმური მონიტორინგი. ყველა არის სრულწლოვანი – საშუალო ასაკის და ახალგაზრდა“, – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, გიორგი კიკაბიძემ.