კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი ბათუმში დადასტურდა

10:47, 10.08.2020
კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან  ორი ბათუმში გამოვლინდა. ორივე შემთხვევა შემოტანილია, ინფიცირებული მამაკაცები  საქართველოს მოქალაქეები არიან. მათ ვირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდათ.
ამ ორი დაინფიცირებულიდან, ერთი თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ, მეორეს კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსებენ.
დღევანდელი შემთხვევების ჩათვლით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 19 ინფიცირებული მკურნალობს.

მსგავსი