კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი ზუგდიდის სასტუმროში გამოვლინდა, ინფიცირებული თბილისიდან ჩასული ქალბატონია
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი ზუგდიდის სასტუმროში გამოვლინდა, ინფიცირებული თბილისიდან ჩასული ქალბატონია

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი ზუგდიდში გამოვლინდა. ინფიცირებული თბილისიდან ჩასული ახალგაზრდა ქალბატონია, რომელიც სასტუმროში 28 აგვისტოს შევიდა.

სასტუმროს მენეჯერი სოფიო ხუბულავა ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, სასტუმროში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, ხოლო ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც უშუალო ურთიერთობა ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან, თვითიზოლაციაში იმყოფება.

ახალგაზრდა ქალბატონი სამკურნალოდ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.