კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი რუსთავში დადასტურდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი რუსთავში დადასტურდა

რუსთავში ახალგაზრდა ქალს „კოვიდ19“ დაუდასტურდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული ბოლნისის მკვიდრია და  მაღაზია „ნავნეს“ თანამშრომელია.

მისი ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია. ამ წუთებში ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოსაძიებლად მუშაობენ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ცხრა პაციენტი.