კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი ქუთაისის ლაბორატორიაში დადასტურდა

11:05, 03.09.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის მანძილზე სპეციალისტებმა 310 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა პირს, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მსგავსი