კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი ოზურგეთში დადასტურდა, ინფიცირებულებს შორის სამი წლის ბავშვია
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი ოზურგეთში დადასტურდა, ინფიცირებულებს შორის სამი წლის ბავშვია

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი ოზურგეთში დადასტურდა, ინფიცირებულებს შორის ერთ-ერთი სამი წლის ბავშვია. ასევე, ინფიცირებულია მცირეწლოვნის ოჯახის კიდევ რამდენიმე წევრი, რომლებსაც ინფექცია ორი დღის წინ ,,პისიარ“ ტესტით გამოუვლინდათ. ოჯახი მკურნალობას ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის.

ეპიდემიოლოგები კონტაქტებს ამ დრომდე იკვლევენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, მიუხედავად შემთხვევების მატებისა, გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.