კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტია, რომლის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტია, რომლის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა

კორონავირუსის დღეს დადასტურებული 25 ახალი შემთხვევიდან ერთი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგზბაიას ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.

„ჩვენს კლინიკაში ორი მძიმე პაციენტია, როგორც „კოვიდ-19“-ის მიმდინარეობით, ასევე თანდართული დაავადების გათვალისწინებით. ჯერჯერობით შემოსვლიდან მათი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. კლინიკაში შემოსვლის შემდეგ პროგრესირება არ შეინიშნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, ძირითადად, საშუალო სიმძიმის არის. რამდენიმე პაციენტი გვყავს მსუბუქი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღეს განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 250 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1010-ს შეადგენს.