კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი მარნეულში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი მარნეულში დაფიქსირდა

მარნეულის ერთ-ერთ მკვიდრს კოვიდ 19 დაუდასტურდა. აღნიშნული საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულ 188 შემთხვევაში შედის.

როგორც მარნეულის „ჯეოჰოსპიტალში“ განმარტავენ, პაციენტი კლინიკაში გუშინ, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს.

მას ტესტი გუშინვე აუღეს და დადებითი პასუხი მიიღეს.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, პაციენტი თბილისიდან ჩასულმა კატასტროფის ბრიგადამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

გუშინ „ჯეოჰოსპიტალში“ სულ ექვს პაციენტს აუღეს ტესტი, მათგან კოვიდინფექცია მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.