მარნეულის სოფელ მარადისში კორონავირუსის შემთხვევასთან დაკავშირებით კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს
მარნეულის სოფელ მარადისში კორონავირუსის შემთხვევასთან დაკავშირებით კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს

კორონავირუსის ბოლო შემთხვევებიდან ერთი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში დადასტურდა.

დაინფიცირებული შუახნის ქალბატონია.

ჯერჯერობით უცნობია ინფიცირების წყარო და კონტაქტების მოძიების მიზნით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„დღეს, სამწუხაროდ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის მცხოვრებთან დადასტურდა ერთი ფაქტი. ახლა ყველა სამსახური ჩართულია და მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა, შესაბამისი ღონისძიებების გატარდება. სოფელი არ არის მრავალრიცხოვანი, დაახლოებით, 40 ოჯახი ცხოვრობს და ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა დროულად დაიგეგმოს შეზღუდვები. ინფიცირების წყაროს ვადგენთ“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 230 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 54 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.