კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი ბათუმში გამოვლინდა, ასევე გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი ბათუმში გამოვლინდა, ასევე გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი

ბათუმში დღეს კორონავირუსის ერთი ახალ შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა სატვირთო ავტომობილის მძღოლს, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრშია გადაყვანილი.

ამასთან ერთად, კლინიკა დატოვა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა. ბათუმის კოვიდცენტრში 15 ინფიცირებული რჩება.

საქართველოში დღეს „კოვიდ-19“-ის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.